Accessibility links

Breaking News

ადამიანის უფლებათა და დემოკრატიულ თავისუფლებათა დაწინაურება


"ბავშვები და ადამიანები" - წარწერა რუსეთის მიერ კონტროლირებულ მარიუპოლში, უკრაინა. 25 თებერვალი, 2023 წ.
"ბავშვები და ადამიანები" - წარწერა რუსეთის მიერ კონტროლირებულ მარიუპოლში, უკრაინა. 25 თებერვალი, 2023 წ.

ადამიანის უფლებებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შედგენილი ანგარიში, ასახავს საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, გაეროს წევრ სახელმწიფოებში შექმნილ ვითარებას. ყოველწლიური ანგარიში ხელს უწყობს ამერიკის მიზანს, ინდივიდუალური თავისუფლების და დემოკრატიულ თავისუფლებათა დაწინაურების თაობაზე მთელ მსოფლიოში და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის დაცვას - გაეროს აქტს, რომელსაც წელს 75 წელი შეუსრულდება.

1948 წელს მიღებული საყოველთაო დეკლარაცია „ასახავს დღეს, როცა პირველად ისტორიაში, ჩვენ ყველა ვიზიარებდით მშვიდობიანი მომავლის გლობალურ ხედვას, რომელიც ადამიანის უფლებათა დაწინაურებას ემსახურება, ყველა ადამიანის და ყველგან“ - თქვა ახლახან გამართულ ბრიფინგზე ერინ ბარკლიმ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომითი უფლებების დაცვის საკითხებში.

მისი თქმით, „დღეს, ეს სიმართლე მთელი მსოფლიოს ხალხების გულში ფეთქავს, იმ ადამიანებში, ვისაც უსამართლობის და რეპრესიების წინაშე უწევს ყოფნა, ვინც მამაცად მოუწოდებს მთავრობებს, პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და გამოხატვის, მშვიდობიანი თავშეყრის და რელიგიის, თუ რწმენის ფუნდამენტურ თავისუფლებებს“.

შეერთებული შტატები სოლიდარობას უცხადებს მათ, ვინც იცავს ადამიანის უფლებებს, ისევე როგორც მარგინალიზებული ჯგუფების წევრებს, ვისაც ხშირად ხელი არ მიუწვდება კანონით თანაბარ დაცვაზე, ვინც ხშირად ხდება ძალადობის სამიზნე, მათ შორის - ქალებს და ბავშვებს; მარგინალიზებული რასობრივი, ეთნიკური, აბორიგენული თემების, მათ შორის - აფრიკული წარმოშობის, რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფებს; ლგბტქი+ ადამიანებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

როგორც სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე, კრემლის მიერ დაწყებული სასტიკი ომი, ხაზს უსვამს იმ ადამიანების ანგარიშვალდებულების საკითხის დაყენების საჭიროებას, ვინც ჩაიდინა ენით გამოუთქმელი ძალადობა, მათ შორის ბავშვების წინააღმდეგ.

„უკრაინაში რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი აღმაშფოთებელი ძალადობა გრძელდება და ეს ჯერჯერობით ერთადერთი ძალადობის ფაქტები არაა, რომელთაც ადგილი ჰქონდა 2022 წელს მთავრობების და სხვა ბოროტი აქტორების მხრიდან“ - განაცხადა ერინ ბარკლიმ.

მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციის და არასწორი ინფორმაციის გავრცელება დამატებით საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს. ამ მიმართულებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მუშაობს იმაზე, რომ სიმართლე და ფაქტები გამოააშკარავდეს. ყოველწლიური ანგარიში ასევე გარკვევით წარმოაჩენს ამერიკის შეერთებული შტატების პრიორიტეტს, მთელი წლის მანძილზე მოხდეს ადამიანის ღირსებების და თავისუფლებების პატივისცემა. ის ასევე ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას ამ საკითხების მიმართ ყველა ქვეყანაში, იმის მიუხედავად პარტნიორები არიან ისინი თუ მტრები, აღნიშნავს სახელმწიფო მდივნის მოადგილე.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ადამიანის უფლებებს და დემოკრატიას საგარეო პოლიტიკის ცენტრალურ ნაწილად მიიჩნევს. ადამიანის უფლებების თაობაზე შედგენილი ანგარიშები კი აგრძელებს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას მოძალადეთა პასუხისმგებლობის დაყენების საქმეში და მათი ქმედებებისთვის ნათელის მოფენაში, იმის მიუხედავად, თუ ვინ ჩადის მათ და სად.

XS
SM
MD
LG