Accessibility links

Breaking News

აზერბაიჯანელი უფლებადამცველისთვის ადვოკატის ლიცენზიის ჩამორთმევა


ცენტრში შალა ჰუმბათოვა, 2020 წელს მამაც ქალთა საერთაშორისო ჯილდოს მიღების დროს
ცენტრში შალა ჰუმბათოვა, 2020 წელს მამაც ქალთა საერთაშორისო ჯილდოს მიღების დროს

სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი შეშფოთებულია შალა ჰუმბათოვასთვის, აზერბაიჯანელი ადამიანის უფლებების დამცველისთვის, ადვოკატის უფლებამოსილების ჩამორთმევის გამო. შალა ჰუმბათოვა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის მამაც ქალთა საერთაშორისო ჯილდოს ლაურეატია. ქალბატონი ჰუმბათოვა გამოჩენილი ადვოკატია, რომელიც პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებზე დაცვის მხარეს წარმოადგენდა, მათ შორის ადამიანის უფლებების აქტივისტების, ჟურნალისტების და ლგბტქ+ თემის წევრების, რომლებიც აზერბაიჯანის მთავრობასთან კონფლიქტში აღმოჩნდნენ.

ადვოკატთა კოლეგიამ ქალბატონ ჰუმბათოვას უფლებამოსილება 2021 წლის 5 მარტს, როგორც განაცხადეს, საწევრო გადასახადის გადაუხდელობის გამო ჩამოართვა. მაგრამ, როგორც აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშშია აღნიშნული, როდესაც კოლეგიამ 2019 წელს ჰუმბათოვას წინააღმდეგ ლიცენზიის ჩამორთმევის პროცედურა დაიწყო, მიზეზები “ფართოდ განიხილებოდა როგორც პოლიტიკური აქტი”.

ამასთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ იურისტთა საზოგადოების წარმომადგენლების და არასამთავრობო ორგანიზაციების თანახმად, 2018 წლის კანონმა, რომლითაც ადვოკატებისთვის კოლეგიის წევრობა საჭირო გახდა, კიდევ უფრო “გააძლიერა მთავრობის დომინირების ქვეშ მყოფი ადვოკატთა კოლეგია, რათა კოლეგიის სრულუფლებიან წევრთა რაოდენობის შეზღუდვით, ხელი შეუშალოს ადამიანის უფლებების ადვოკატებს, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში ადამიანების ინტერესები წარმოადგინონ”.

შალა ჰუმბათოვა კოლეგიიდან ქალთა საერთაშორისო დღეს გარიცხეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მამაც ქალთა საერთაშორისო ჯილდოს მიღებიდან, ერთი წლის შემდეგ. მამაც ქალთა საერთაშორისო ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა იმ ქალებს მთელი მსოფლიოდან, ვინც მშვიდობის, სამართლიანობის, ადამიანის უფლებების და სქესთა თანასწორობისთვის ბრძოლაში სიმამაცეს, ძალას და ლიდერის უნარს გამოამჟღავნებს.

წერილობით განცხადებაში სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა: "[ქალბატონ ჰუმბათოვას] შრომა და აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების სხვა დამცველების შრომა, უნდა დაფასდეს და არა დაისაჯოს. და მოვუწოდებთ მათ, ვინც ამაზე პასუხისმგებელია, რომ აზერბაიჯანის ადვოკატთა კოლეგიაში მისი აღდგენა დაჩქარდეს”.

ბლინკენმა თქვა: “შეერთებული შტატები ისეთი სამყაროს ერთგულია, სადაც ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ, მათ დამცველებს აფასებენ და მათ, ვინც ადამიანის უფლებებს არღვევს, პასუხს აგებინებენ. ჩვენ აზერბაიჯანში სისტემური რეფორმებისკენ გადადგმულ ყველა ნაბიჯს მხარს ვუჭერთ, განსაკუთრებით - ადამიანის უფლებების დაცვის და ფუნდამენტური თავისუფლებების თაობაზე. ეს ის მიმართულებებია, რომელიც აზერბაიჯანელი ხალხისთვის სარგებლობას მოიტანს და ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის შესაძლებლობებს შექმნის”.

XS
SM
MD
LG