Accessibility links

Breaking News

ყოველწლიური ჯილდო გლობალურად ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში


გლობალურად ადამიანის უფლებების დაცვის 2022 წლის ჯილდოს მფლობელები
გლობალურად ადამიანის უფლებების დაცვის 2022 წლის ჯილდოს მფლობელები

შეერთებული შტატები რჩეულ ადამიანთა ჯგუფს ყოველ წელს მიაგებს პატივს, რომლებიც გამოირჩევიან ადამიანის უფლებების ხელშეწყობის და დაცვის საქმეში. მათ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გლობალურად ადამიანის უფლებების დაცვის ჯილდოს ყოველწლიურად გადასცემს.

პირველი დაჯილდოებული წელს მოჰამად ნურ ხანია. ის ბანგლადეშის ორ ყველაზე კარგად ცნობილ ადგილობრივ უფლებადამცველ ორგანიზაციას უძღვება, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობის გზით, ადამიანის უფლებების დარღვევებს აღრიცხავენ და დიდ როლს თამაშობენ ბანგლადეშში ანგარიშვალდებულების დაწინაურების საქმეში.

ბრაზილიიდან ელაიზა დე სოუზა ფარიასი შეირჩა. ის აბორიგენი მოსახლეობის წარმომადგენელი და მოწინავე გამომძიებელი ჟურნალისტია, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ძირითადად გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, აბორიგენი მოსახლეობის ტრადიციებთან დაკავშირებულ პრობლემებზე მუშაობს.

ჩჰიმ სითარი ხმერი მშრომელების შრომითი უფლებების დამცველი პროფკავშირების ლიდერია, კამბოჯაში მდებარე დასვენების და გართობის ცენტრში NagaWorld Resort and Casino. ის წინამძღოლობდა გაფიცვას, რომლის დროსაც თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ითხოვდნენ. ქალბატონი სითარი 2022 წელს ძალადობის მსხვერპლი გახდა. ის დააპატიმრეს კიდეც, თუმცა ამის მიუხედავად, კვლავ აგრძელებს მშრომელთა უფლებების დაცვისთვის ბრძოლას.

ნინო ლომჯარია საქართველოს სახალხო დამცველია. 2017-2022 წლებში, პოსტზე ყოფნის დროს, ნინო ლომჯარია თავის გუნდთან ერთად, გამუდმებით იცავდა სხვადასხვა ჯგუფების და ინდივიდთა უფლებებს.

როსა მელანია რეიეს ველასკესი ჰონდურასიდან არის. ის ჰონდურასელ ქალებზე ძალადობის საკითხებს იკვლევს და ძალადობის მსხვერპლ ქალთა უფლებების დაცვისთვის გამოარჩიეს.

ნასრინ სოუდეჰი ირანელი უფლებადამცველი, ადვოკატი და აქტივისტია. 2019 წლის მარტში, ირანელი ქალი დააკავეს და 148-ჯერ მათრახის გადაკვრასთან ერთად, 38 წლით პატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ ის სასამართლოში ბრალდებული ირანელი ქალების უფლებებს, ჰიჯაბის გარეშე იცავდა.

ბაშდარ ჰასანიც ადვოკატია, ის ადამიანის უფლებებს ერაყში იცავს. ჰასანი ხელმძღვანელობს ადვოკატთა ჯგუფს, რომლებიც სასამართლოში ლეგალური დაცვით უზრუნველყოფს უამრავ ჟურნალისტს, აქტივისტს თუ აქციების მონაწილეებს. ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ მონაცემებით, ადვოკატთა ამ ჯგუფის წევრებს „შერჩევით აპატიმრებდნენ“ და „ძალადობრივად აქრობდნენ“ ბადინანში, ერაყის ქურთისტანის რეგიონში.

მოჰამედ ელი ელ ჰერმა უზარმაზარი როლი ითამაშა მავრიტანიაში, წარსულში მონობის მსხვერპლი ადამიანების უფლებების დაცვაში და მიწებზე მათი ქონებრივი უფლებების კუთხით მიღწეულ პროგრესში.

დინგ ჯიაქსი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ცხოვრობს. ის „ახალ მოქალაქეთა მოძრაობის“ დაფუძნებისთვის დააჯილდოვეს. ეს ორგანიზაცია ადგილობრივ არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატებს ეხმარებოდა, იძიებდა ოფიციალური პირების პირად შემოსავლებს და ხელს უწყობდა რიგითი ადამიანების ქონებრივი უფლებების დაცვას. 2022 წელს ჯიაქსი ბრალდების გამოცხადების გარეშე დააკავეს და ჩუმად აწამეს.

და ბოლოს, დაჯილდოებულთა შორის არის ტოგოელი ეკოუე დევიდ ჯოზეფ დოსეი. ის ტოგოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისთვის იბრძვის, ასევე გამოირჩევა უსამართლობასთან და დაუსჯელობასთან, თუ ბოლო 15 წლის მანძილზე მთელ რეგიონში დემოკრატიის დაწინაურებისთვის ბრძოლით.

ადამიანის ამ და სხვა უფლებების დამცველთა ხელშეწყობა და დაცვა, შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის წამყვან პრიორიტეტად რჩება, რადგან ეს ყოველივე დემოკრატიის, სამართალზე ხელმისაწვდომობის, მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოების, ეკონომიკური კეთილდღეობის და მდგრადი გარემოს დაცვის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG