Accessibility links

Breaking News

აშშ ხელს უწყობს სისხლის სამართლის გლობალურ სამართალწარმოებას


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში

შეერთებული შტატები საერთაშორისო სამართლის მტკიცედ აღსრულების ერთგულია. უცხოეთის სხვა საგარეო საქმეთა სამინისტროებისგან განსხვავებით, სახელმწიფო დეპარტამენტში საგანგებო ოფისია შექმნილი, რომელიც კონკრეტულად მასობრივ ბარბაროსულ დანაშაულებებზე მუშაობს. მორის ტანმა, გლობალური სამართალწარმოების ოფისის ხელმძღვანელმა, ახლახან ინტერვიუში განაცხადა:

„საუბარია გენოციდზე, ომის დანაშაულზე, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე... ყველაფერი უნდა ვიღონოთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, მათი პრევენციისთვის, შემსუბუქებისთვის და მსგავს საშინელ, საზარელ უსამართლობებზე საპასუხოდ. სწორედ ეს არის ჩვენი მოვალეობა“.

ელჩმა ტანმა თქვა, რომ მისი ოფისი სახელმწიფო მდივნის მრჩეველიც არის და ასევე ეხმარება მთლიანად ამერიკის მთავრობას, გლობალური სამართალწარმოების საკითხებისთვის გამოყოფილი, უზარმაზარი რესურსის ათვისებაში.

„იქნება ეს ეკონომიკური, დიპლომატიური, საკანონმდებლო, თუ სამხედროც კი“ - ამბობს ელჩი ტანი. მისი თქმით, „ეს არის სხვადასხვა საშუალებათა მთელი სპექტრი, რომელიც შეერთებულ შტატებს აქვს ხელთ. ასე ვთქვათ, პოლიტიკური მიმართულების მიმცემი ვართ“.

ელჩი ტანი ასევე აცხადებს, რომ გლობალური სამართალწარმოების ოფისს იგივე ფუნდამენტური მისია აქვს, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს - კანონის წინაშე აგებინოს პასუხი მათ, ვინც მასობრივი ბარბაროსული აქტი ჩაიდინა. თუმცა, ისეთი საკითხების გამო, როგორიცაა მაგალითად სუვერენიტეტი, შეერთებული შტატები არასდროს ყოფილა რომის სტატუტის ნაწილი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. სამწუხაროდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ საკუთარი მანდატიდან გადაუხვია, რაც მას ანიჭებდა უკანასკნელი ნავთსაყუდელის სტატუსს, ყველაზე საშინელ საერთაშორისო დანაშაულთა გამოძიების და დამნაშავეთა დასჯის საქმეში. სანაცვლოდ, ელჩ ტანის თქმით, საერთაშორისო სასამართლო „პოლიტიზებულ და კორუმპირებულ“ ორგანოდ გადაიქცა.

მისი თქმით, სწორედ შეერთებული შტატებია ის, ვინც აგრძელებს მსოფლიო მასშტაბით ჩადენილი, მასობრივი ბარბაროსობებისთვის პასუხიმგებლობის დაკისრებას.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ერთადერთი მოთამაშე არ არის, საერთაშორისო სასამართლოების, შერეული და ჰიბრიდული სასამართლოების მიმართულებით, რომლებიც ნაწილობრივ ადგილობრივია, ნაწილობრივ საერთაშორისო, ან მხოლოდ ადგილობრივი. ეს სიმართლეს შეესაბამება ლიბანის საგანგებო ტრიბუნალთან, კოსოვოს საგანგებო საქმესთან, მიანმარში, ან სირიაში ჩადენილი ბარბაროსული აქტების გამოძიებასთან მიმართებაში. ჩვენ ამ ყველაფერს მხარს ვუჭერთ და ასევე ვეხმარებით მტკიცებულებათა მოძიებაში“ - ამბობს მორის ტანი.

ელჩი ტანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები გლობალური სამართლიანობისთვის ბრძოლის საქმის მიმართ „უაღრესად ერთგული და შეუპოვარია... მათზე ფიქრი, ვინც ამ მასობრივ დანაშაულთა მსხვერპლია, მას ძლიერ მოტივაციას უჩენს... და ჩვენ ამ მისიის აღსრულებისთვის, ვზრდით და ვაღრმავებთ არსებულ რესურსებს“.

XS
SM
MD
LG