ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დავალებით, ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვდნენ.
მდივნებმა - ბლინკენმა და ოსტინმა გამოხატეს მათი "ძლიერი მხარდაჭერა" უკრაინის მთავრობისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა შეხვედრის თაობაზე თქვა, რომ ესაა „მნიშვნელოვანი დრო იმისათვის, რომ შედგეს პირისპირი, დეტალური საუბარი იმ გამორჩეული მხარდაჭერის შესახებ, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ [უკრაინას]: უსაფრთხოების, ეკონომიკური თუ ჰუმანიტარული კუთხით. - ისევე, როგორც იმ მასობრივი ზეწოლის შესახებ, რომელსაც რუსეთზე ვახორციელებთ. შემდეგ კი, დეტალურად იმაზე სასაუბროდ, როგორ გავატარებთ ამ ღონისძიებებს სხვადასხვა ფრონტზე".
უკრაინისადმი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის ნაწილი სამომავლოდ ქვეყანაში ამერიკელი დიპლომატების სწრაფ დაბრუნებასაც გულისხმობს, მათ შორის - უკრაინაში ამერიკის ახალი ელჩისაც.
SEE ALSO: ამერიკა თვლის, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები უკრაინაში ომის დანაშაულს სჩადიანუკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ამ ომში აქვს საგულისხმო წარმატება. ამავე დროს, „ასევე სიმართლეა ის, რომ რუსეთი კვლავ სასტიკად უსწორდება ქვეყნის ზოგიერთ ნაწილს, სიკვდილი და განადგურება, რომლის მოწმეც ისევ ვართ, არის საშინელი“, - თქვა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა. „მაგრამ, უკრაინელები წინ აღუდგნენ მას, დგანან მტკიცედ და აკეთებენ ამას იმ მხარდაჭერით, რომლის კოორდინირებაც ჩვენ შევძელით პრაქტიკულად მთელი მსოფლიოდან“. ნამდვილად, მართლაც, „როდესაც საუბარია რუსეთის ომის მიზნებზე, რუსეთი მარცხდება, უკრაინა - იმარჯვებს“, - თქვა სახელმწიფო მდივანმა.
ბლინკენის თქმით, „რუსეთმა თავისი არსებითი მიზნის შესაბამისად, სცადა სრულად დაემორჩილებინა უკრაინა და წაერთმია მისთვის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა. ეს მარცხით დასრულდა. მან სცადა კონტროლი მოეპოვებინა მის [უკრაინის] შეიარაღებულ ძალებსა და ეკონომიკაზე. რა თქმა უნდა, ვხედავთ მხოლოდ ამის საწინააღმდეგოს - [რუსულ] სამხედრო ძალას, რომელიც ფუნქციურად დრამატულად ჩამორჩენილია, სამხედრო ძალას, რომელიც არსებითად ჩამოუვარდება სათანადო დონეს; ეკონომიკას, რომელიც სანქციების და რუსეთიდან მასობრივი გადინების შედეგად არის სრულ ქაოსში; და „რუსეთის მთავრობას, რომელმაც სცადა დაეყო დასავლეთი და ნატო, და რა თქმა უნდა, ვრწმუნდებით სრულებით საპირისპიროში.“
"ყველაზე მთავარი არის შემდეგი რამ: ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება ომი მომავალში, მაგრამ ვიცით, რომ სუვერენული და დამოუკიდებელი უკრაინა განაგრძობს არსებობას უფრო ხანგრძლივად, ვიდრე [რუსეთის პრეზიდენტი] ვლადიმირ პუტინი არის სცენაზე. და ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მომავალშიც გაგრძელდება. გაგრძელდება მანამ, სანამ არ ვნახავთ საბოლოო წარმატებას“ - თქვა სახელმლწიფო მდივანმა.