1991 წლის 25 აგვისტოს, უკრაინამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. „იმავე კვირაში“, თქვა გაეროში შეერთებული შტატების წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა, „უკრაინამ გაეროს შეატყობინა საკუთარი დამოუკიდებლობის შესახებ, რაც ქარტიის თანახმად, ერის თვითგამორკვევის უფლებას ეფუძნებოდა“.
ოცდათორმეტი წლის შემდეგ, უკრაინა ებრძვის საბჭოთა კავშირის მემკვიდრეს, რუსეთის ფედერაციას, რათა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და დაიცვას საკუთარი კულტურული მემკვიდრეობა. „დღეს, უკრაინის თავად არსებობაა თავდასხმის ქვეშ“, აღნიშნა თომას-გრინფილდმა.
მისი თქმით, "უკრაინელებმა საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის, საკუთარი თავისუფლების, საკუთარი დემოკრატიის, საკუთარი კულტურის დასაცავად, მამაცად იბრძოლეს და გმირულად იბრძვიან, რათა დაიცვან და დაიბრუნონ უკრაინელი ბავშვები, რომლებიც ძალდატანებით გადაგზავნეს ან დეპორტაციით გაიყვანეს რუსეთში, ბელარუსში და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.
ბავშვები მომავალია. ქვეყანას, რომელიც ბავშვებს ჰკარგავს, მომავალი არ აქვს. რუსეთის თავდასხმის შემდეგ, და ასევე 2014 წლიდან მოყოლებული, უკრაინის მთავრობის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლებამ დეპორტაციის გზით, ან საკუთარი სახლებიდან ძალდატანებით 19 500-ზე მეტი ბავშვი გაიყვანა, „მათ შორის ოთხი თვის ჩვილი ბავშვებიც“, თქვა გაეროში ამერიკის ელჩმა.
SEE ALSO: რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების ხსნამისი განცხადებით, "რუსეთის სისასტიკის კამპანია დღემდე გრძელდება. რუსებმა და მათი სახელით მოქმედმა მხარეებმა ძალადობას გაქცეული ბავშვები დააკავეს. მათ ბავშვები სკოლებიდან და ბავშვთა სახლებიდან ძალით გაიყვანეს. რუსეთის სახელით მოქმედმა ადგილობრივმა ძალებმა მშობლები მოატყუეს, ან აიძულეს ბავშვები რუსეთის ე.წ. 'საზაფხულო ბანაკებში' გაეგზავნათ. ეს მხოლოდ იმისთვის გაკეთდა, რომ [მშობლებისთვის და მეურვეებისთვის] ბავშვებთან კომუნიკაცია გადაეჭრათ და უარი ეთქვათ მათთვის საკუთარი შვილების დაბრუნებაზე".
რუსების მიერ გატაცებული ბავშვები „პროპაგანდის, ტვინის გამორეცხვის ობიექტები არიან და სამხედრო წვრთნაც კი უტარდებათ. ზოგიერთს აიძულებენ რუსეთის მოქალაქეობა მიიღოს და სხვები, როგორც იუწყებიან, რუსულ ოჯახებში იშვილეს“, აღნიშნა ელჩმა თომას-გრინფილდმა.
რუსი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ‘ჰუმანიტარულ ევაკუაციებს’ ატარებენ. „მაგრამ, ეს სინამდვილის უხეში დამახინჯება და გაუმართლებელის გამართლების უშედეგო მცდელობაა" - განმარტავს ამერიკის ელჩი გაეროში.
„და ნათლად რომ თქვათ: ეს ბოროტება რუსეთის მთავრობის ყველა დონის მიერ არის ორკესტრირებული, უმაღლესი დონის ჩათვლით.
საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და მარია ლვოვა-ბელოვას, ბავშვთა უფლებების რუსეთის საპრეზიდენტო კომისრის წინააღმდეგ, უკრაინის ოკუპირებული ადგილებიდან ბავშვთა სავარაუდო დეპორტაციისა და გადაგზავნის გამო დაპატიმრების ორდერები გასცა“ - განაცხადა მან.
"ჩვენ რუსეთს პასუხი უნდა მოვთხოვოთ. ჩვენ უნდა გავამხნევოთ ორგანიზაციები, რომლებიც კარგ საქმეს, ბავშვების საკუთარ ოჯახებში დაბრუნების მცდელობას მიმართავენ“, თქვა თომას-გრინფილდმა. „და რუსეთს უნდა მოვუწოდოთ თავისი სასტიკი აგრესიული ომი დაასრულოს, საერთაშორისო სამართლით დადგენილ საკუთარ ვალდებულებებს დაემორჩილოს და უკრაინის ყველა ბავშვი დააბრუნოს“.