რუსეთის ცვალებადი განმარტებები და სახეცვლილი მიზნები უკრაინაში

უკრაინული ტანკები მიკოლაევის რეგიონში

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული არაპროვოცირებული ომის საფასური იზრდება. ათასობით სამოქალაქო პირი მოკლეს ან დაჭრეს, კიდევ მილიონობით იძულებით ადგილნაცვალია, ისტორიული ქალაქები ნანგრევებად იქცა, მთელ მსოფლიოში სურსათის დეფიციტი და ფასები მკვეთრად იზრდება.

„ეს ყველაფერი... [ხდება] იმიტომ, რომ პრეზიდენტ პუტინს გადაწყვეტილი ჰქონდა სხვა ქვეყანა დაეპყრო“ - თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

თუმცა, პუტინმა თავის მიზანს ვერ მიაღწია. უკრაინა სუვერენული და დამოუკიდებელი დარჩება, თქვა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა, რადგან უკრაინის სამხედრო ძალები და ხალხი მამაცი და ძლიერია, შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი მათ გვერდით იდგნენ, დაეხმარონ მათ და მიაწოდონ ის, რაც უკრაინელებს საკუთარი თავისუფლების დასაცავად დასჭირდებათ.

ბლინკენის თქმით, ის, რაც მიმდინარე ომის ფონზე იკვეთება არის რუსეთის ცვალებადი მიზეზების [გამართლებათა] წყება და მუდმივად ცვალებადი მიზნები.

SEE ALSO: დამატებითი ნაბიჯები პუტინის და მისი მხარდამჭერების შესაკავებლად

ყველაზე ბოლოს იყო კრემლის განცხადება, რომ უკრაინის მეტი ტერიტორია სურს, დონბასის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მიღმაც კი.

თავიდან, როდესაც ომი დაიწყო, რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის „დენაციფიკაცია“ უნდა განეხორციელებინა. ამის შემდეგ, მიზეზი ნატოსგან მომდინარე წარმოსახვითი საფრთხე იყო.

„მერე თქვეს, რომ ომი დონბასში მცხოვრები ეთნიკური რუსების გენოციდისგან დასაცავად იყო, სანამ უკრაინაში რუსულად მოლაპარაკე უდიდეს ქალაქ ხარკივს, უმოწყალოდ სამიზნედ გახდიდნენ.

ეს ნიშნავს და ყოველთვის ნიშნავდა პრეზიდენტ პუტინის რწმენას, რომ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის და ის რუსეთს ეკუთვნის.“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთი ახლა თავის 2014 წლის სცენარს მიჰყვება: საკუთარი კონტროლის ქვეშ მყოფ ადგილებში მოსკოვი არალეგიტიმურ, პროქსი ოფიციალურ პირებს ნიშნავს. კრემლი მოსახლეობას აიძულებს რუსეთის მოქალაქეობა მიიღოს, პარალელურად კი გარედან წვდომის საბოტაჟს ეწევა.

„ამის შემდეგ კი მოხდება ეს... რუსეთის მიერ დანიშნული ლიდერები ყალბ რეფერენდუმებს მოაწყობენ რათა ხელოვნურად შექმნან ფიქტიური სურათი, რომ იმ ადგილებში ხალხს რუსეთთან შეერთება სურს... ჩვენ გვმართებს სწრაფად ვიმოქმედოთ და ვიმოქმედებთ, რათა რუსეთისთვის ნათელი გავხადოთ, რომ მათი ტაქტიკა არ იმუშავებს“ - აცხადებს ბლინკენი.

„სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიის ძალისმიერი ანექსია გაეროს ქარტიის უხეში დარღვევაა“ - თქვა სახელმწიფო მდივანმა და დასძინა: „საერთაშორისო საზოგადოების წევრებს, რომლებსაც პირობა აქვთ დადებული, რომ ქარტიას და საერთაშორისო კანონებს დაიცავენ, პასუხისმგებლობა აკისრიათ, რომ დაგმონ რუსეთის მთავრობის ეს გეგმები და ნათელი გახადონ, რომ ამ უკანონო ქმედებებს არასდროს აღიარებენ. სხვაგვარად, არავის შეეძლება განაცხადოს, რომ მისთვის სიურპრიზია რუსეთის გეგმების შესრულება, ან მომავალში სხვა ქვეყნების მიერ მისი მაგალითის მიბაძვა“.