2014 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, როდესაც რუსეთი უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულზე შეიჭრა და შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში ამბოხება მოაწყო, მოსკოვი თანმიმდევრულად აგრძელებდა უკრაინის დესტაბილიზაციის მცდელობათა ესკალაციას და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების ძირგამომთხრელ საქმიანობას - თქვა ენტონი ბლინკენმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.
ბლინკენის თქმით, რუსეთი „ჩაერია უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში და არჩევნებში; მან დაბლოკა ენერგია და ვაჭრობა, რათა დაეშინებინა მისი ლიდერები და წნეხი მიემართა მის მოქალაქეებზე; ის იყენებდა პროპაგანდას და დეზინფორმაციას, რათა უნდობლობა დაეთესა; მან ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიბერ-თავდასხმები დაიწყო“.
SEE ALSO: ამერიკა რუსეთის წიაღისეულ საწვავს კრძალავსგასული წლის მარტიდან, რუსეთმა უკრაინის საზღვარზე სამხედრო ძალების და აღჭურვილობის მასშტაბური, არაპროვოცირებული თავმოყრა დაიწყო, რასაც მოჰყვა რუსეთის მიერ, გაეროს ქარტიის დარღვევით, უკრაინის ორი რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ერთპიროვნულად ცნობა. ამის გამოცხადებისთანავე, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში შეიჭრნენ.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ესკალაციის პარალელურად, გაიზარდა შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეების და პარტნიორების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.
ენერგოსექტორი რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა, რომელზეც ქვეყნის ექსპორტის ნახევარზე მეტი მოდის. ევროპას მისი ბუნებრივი გაზის ექსპორტის დაახლოებით 70% უამრავი მილსადენის საშუალებით მიეწოდება.
23 თებერვალს, მას შემდეგ, რაც კრემლმა უკრაინის ტერიტორის ნაწილი პირდაპირ აღიარა ორ დამოუკიდებელ ქვეყნად, რითაც უკრაინის სუვერენიტეტი უხეშად დაარღვია, გერმანიამ გამოაცხადა, რომ შეაჩერებდა ევროპის მიმართულებით გაზის უახლესი მილსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირებას.
SEE ALSO: რუსული პროვოკაციის შედეგები„შეერთებული შტატები იწონებს გერმანის გადაწყვეტილებას, გადადგას ადმინისტრაციული ნაბიჯები „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირების შესაჩერებლად, რაც მილსადენის ამუშავებას არ დაუშვებს“, თქვა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა წერილობით განცხადებაში.
გერმანიასთან და ევროკავშირთან კონსულტაციების შემდეგ, „ჩრდილოეთის ნაკად 2-ს“, ასევე მის მთავარ აღმასრულებელ დირექტორ მატიას ვარნიგს და კორპორაციის სხვა ხელმძღვანელებს, სანქციები შეერთებულმა შტატებმაც დაუწესა.
ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პირების და კომპანიების ყველა ტიპის ქონება, რომელიც შეერთებული შტატების იურისდიქციაშია, ან აშშ-ის მოქალაქეების კონტროლქვეშაა, გაყინულია და ამერიკის მოქალაქეებს მათთან საქმიანი გარიგება ეკრძალება.
„შეერთებული შტატები უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში სიმტკიცეს ინარჩუნებს“, თქვა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა. მისი თქმით, „ჩვენი დღევანდელი ქმედებები, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის პირობებში, თანხვედრაშია ჩვენს ვალდებულებასთან, რომ უკრაინაში უკანონო და არაპროვოცირებული ქმედებების საპასუხოდ, რუსეთს მასიური შედეგები და მძიმე საფასური დავაკისროთ“.