Accessibility links

Breaking News

მეტი შეკავება და თავდაცვა ნატოს


პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სიტყვით გამოდის ნატოს სამიტზე მადრიდში. 30 ივნისი, 2022 წ.
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სიტყვით გამოდის ნატოს სამიტზე მადრიდში. 30 ივნისი, 2022 წ.

ამერიკის შეერთებული შტატები გააძლიერებს თავისი ძალების პოზიციას ევროპაში იმ პირდაპირ საფრთხეზე პასუხად, რასაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ქმნის. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მადრიდში გამართულ ნატოს სამიტზე განაცხადა:

“ჩვენ უზრუნველვყოფთ ნატოს მზადყოფნას ყველა მიმართულებიდან და ყველა განზომილებაში არსებულ საფრთხესთან გასამკლავებლად, ხმელეთზე, ჰაერში თუ ზღვაში“.

პრეზიდენტმა ბაიდენმა განმარტა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე გადადგა ნაბიჯები ნატოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

„ჩვენ ამერიკის ძალებს ევროპაში 20 000 ჯარისკაცი დავამატეთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ალიანსი რუსეთის აგრესიულ ნაბიჯზე პასუხად, ჩვენი ძალების საერთო რაოდენობა ევროპაში ამით 100 000-ს აღწევს. ჩვენ ვაპირებთ განვაგრძოთ ჩვენი პოზიციების განმტკიცება ჩვენს მოკავშირეებთან ახლო კონსულტაციებით იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება საფრთხე“, - თქვა ბაიდენმა.

ნატოს სამიტზე პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააკეთებს მეტს ნატოს შეკავებისა, თავდაცვის პოლიტიკის და ევროპული უსაფრთხოებისთვის.

ეს მოიცავს შეიარაღებული ძალების მუდმივი სამეთაურო პოსტის შექმნას პოლონეთში, რომელიც გააუმჯობესებს ამერიკა-ნატოს ინტერფუნქციურობას მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე.

დამატებითი საბრძოლო გუნდები როტაციული ბრიგადების სახით განლაგდებიან რუმინეთში და ექნებათ შესაძლებლობა ჰყავდეთ დაქვემდებარებული დანაყოფები წვრთნებისა და ვარჯიშებისთვის მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე. იქნება გაძლიერებული როტაციული ჯგუფები ბალტიისპირეთის რეგიონშიც, მათ შორის - საავიაციო, საჰაერო თავდაცვისა და სპეციალური ოპერაციების შეიარაღებული ძალები.

ნატოს მოკავშირეებს ასევე შეაქვთ წვლილი და მნიშვნელოვნად გააძლიერეს თავიანთი კონტრიბუცია ნატოში. ეს მოიცავს ახალი, საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი სტრუქტურების შექმნა-გაძლიერებასაც, რომლებსაც შეუძლიათ აღმოსავლეთის ფლანგზე თავიანთი მოცულობა ბრიგადის დონემდე გაზარდონ.

„ჩვენ წინ ვდგამთ ნაბიჯს, ვმოქმედებთ. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ნატო ახლა იმაზე უფრო საჭიროა, ვიდრე როდესმე“, - თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

XS
SM
MD
LG