7 ოქტომბერს, ისრაელზე დაჯგუფება “ჰამასის” საშინელი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ , რომელმაც 1 400 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ისრაელში თავისი მეოთხე ვიზიტის დროს, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ისრაელის უფლებას და მოვალეობას, დაიცვას საკუთარი თავი. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი კეთდებოდეს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საჭიროებების მიმართულებით, მაშინ, როცა ისრაელი აგრძელებს ღაზის სექტორის შტურმს, სადაც ტერორისტი მტერი იმყოფება და როცა “ჰამასს” პალესტინელების კეთილდღეობის საკითხი სრულიად იგნორირებული აქვს.
“[ჰამასი] მათ ცინიკურად და სასტიკად იყენებს ცოცხალ ფარად, განალაგებს რა თავის საველე მეთაურებს, იარაღსა და აღჭურვილობას საცხოვრებელი სახლების, სკოლების, მეჩეთების და საავადმყოფოების ქვეშ. მაგრამ, მშვიდობიანმა მოსახლეობამ პასუხი არ უნდა აგოს და არ უნდა იტანჯებოდეს მათი არაადამიანური და მკაცრი მოპყრობის გამო“ - აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი.
ბლინკენმა ხაზი გაუსვა ისრაელის მიერ “ ჰამასის “ ტერორისტების განადგურების და ამ ქსელის ძალადობის ინფრასტრუქტურის განეიტრალებისას, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის მინიმუმზე დაყვანის საჭიროებას. მან თქვა, რომ ასევე აუცილებელია ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების არხების "მნიშვნელოვნად და დაუყოვნებლივ" გაზრდა, ასევე ამერიკელებისა და უცხოელების ღაზიდან გამოყვანა.
“ვფიქრობთ, რომ ყველა ეს ნაბიჯი ჰუმანიტარული შესვენებებით გახდება შესაძლებელი, ადგილზე მიღებული ისეთი ზომებით, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და გაცილებით ეფექტიანი და მდგრადი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საშუალებას გაზრდის. ეს იყო საკითხები, რომლებიც ისრაელის ლიდერებთან განვიხილეთ, თუ როგორ, როდის და სად შეიძლება მათი დანერგვა", აღნიშნა ბლინკენმა. მისი თქმით, საუბარი ასევე შეეხო იმას, თუ "როგორ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ჰამასი არ გამოიყენებს ამ ჰუმანიტარულ პაუზებს და სამზადისს საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ. ესაა საკითხები, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა მოვაგვაროთ და გვჯერა, რომ მათი გადაწყვეტა შესაძლებელია".
“და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია", აღნიშნავს სახელმწიფო მდივანი: "მაშინაც კი, როცა ამ სასწრაფო საჭიროებების დაკმაყოფილების დაწინაურებაზე ვმუშაობთ, ჩვენს ფოკუსშია ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც საფუძვლად დაედება მოქნილ და მდგრად მშვიდობას და უსაფრთხოებას".
ბლინკენის თქმით, “შეერთებულ შტატებს კვლავაც სჯერა, რომ ყველაზე დასაშვები გზა, ნამდვილად ერთადერთი გზა - ეს არის ორი სახელმწიფოს გადაწყვეტილება... ესაა ერთადერთი გზა, რომელიც ძალადობის ციკლს ყველასთვის ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს".
“სწორედ ახლა, ამ უმძიმეს წუთებში", აღნიშნავს ბლინკენი, "არა ხვალ, ან ომის შემდეგ, არამედ სწორედ ახლა უნდა ვიბრძოლოთ ყველაზე მეტად სტაბილურობის, უსაფრთხოების, შესაძლებლობების, ინტეგრაციის, კეთილდღეობის და მშვიდობის გზაზე”.