სულ მცირე, ოთხი ათწლეულის განმავლობაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სავაჭრო პარტნიორების დასამორჩილებლად ეკონომიკურ იძულებას იყენებდა, რათა მათ ჩინეთის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების საპირისპიროდ არ ემოქმედათ. ეს ეხებოდა ქვეყნებსაც და კომპანიებსაც.
ის, რაც განისაზღვრება როგორც სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოს, ან იურიდიული პირის წინააღმდეგ სავაჭრო აკრძალვების და სხვა ეკონომიკური ხარჯების დაკისრების მუქარა, ან რეალური დაკისრება, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის დამახასიათებელი ნაწილი გახდა. ეს პეკინის მხრიდან, მისი სამიზნის პოლიტიკის ან ქმედებების გაკონტროლების მიზნით ხდება. „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა... ეკონომიკური იძულების ფართოდ გამომყენებელია“ - თქვა ხოსე ფერნანდესმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკის და გარემოს დაცვის საკითხებში.
„სინ ძინ პინის ამბიციები ნათელია. როგორც მან 2020 წელს განაცხადა: პეკინს სურს მომარაგების მსოფლიო ჯაჭვებით მანიპულირება, სხვა ქვეყნების ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაზე დამოკიდებულების შექმნა და ამ დამოკიდებულების მათ სამართავ ბერკეტად გამოყენება“ - თქვა მან.
SEE ALSO: უსაფრთხო ციფრული ეკოსისტემების დაწინაურებაფერნანდესის თქმით, „მთელ მსოფლიოში, პეკინი იყენებს ჩვენი მოკავშირეების და პარტნიორების სისუსტეებს, რათა საკუთარი დიქტატისადმი მორჩილება აიძულოს“. მან მაგალითისთვის ლიეტუვის შემთხვევა მოიყვანა, „რომელმაც ტაივანის წარმომადგენლობითი ოფისის გახსნისთვის, სავაჭრო საკითხზე დაფუძნებული სამაგიერო მიიღო“.
„პეკინმა გააუქმა 300 მილიონი დოლარის მოცულობის საექსპორტო კრედიტი, ამიტომ ვიმუშავეთ ჩვენს EXIM [იმპორტ-ექსპორტ] ბანკის კოლეგებთან, რათა 600 მილიონი დოლარის მოცულობის ალტერნატიული საექსპორტო კრედიტი მიგვეწოდებინა“, თქვა მან. „მოვახდინეთ ჩვენი საელჩოების მობილიზება, რათა გვეპოვა ახალი ბაზრები ლიეტუვის ექსპორტისთვის, რომელიც ჩინეთმა დაბლოკა. თავდაცვის დეპარტამენტმა ლიეტუვასთან თავდაცვის შესყიდვების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერა ხელი“.
„დღეს ლიეტუვა ჩინეთის წნეხს გადაურჩა და წარმატებულია“ თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ. „ჩვენ უქმად არ ვართ. როდესაც ქვეყნები იძულების წინაშე არიან, შეერთებული შტატები დასახმარებლად მზად არის და ეს შეუძლია“.
ჩვენ გვჭირდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას და მის შემოთავაზებულ გარიგებებს კონკრეტული ალტერნატივები შევუქმნათ“, თქვა ფერნანდესმა. „განვითარებად ქვეყნებში მყოფმა ჩვენმა დიპლომატებმა მითხრეს, რომ მათ ქვეყნებში რეალური ეკონომიკური ალტერნატივა რომ არ წარმოგვედგინა, უბრალოდ თამაშგარე მდგომარეობაში ვიქნებოდით“.
2008 წლის შემდეგ, დასავლეთის და აზიის 18 ქვეყანა და 120-ზე მეტი კერძო კომპანია ჩინეთის სამიზნე გახდა, რამაც მილიარდობით დოლარის ეკონომიკური ზიანი გამოიწვია. ჩინეთის ძალისხმევასთან დაპირისპირებას ბაიდენის ადმინისტრაციისთვის მაღალი პრიორიტეტი აქვს, თქვა ფერნანდესმა. „ჩვენ დიდად ვეყრდნობით ორ შედარებით უპირატესობას, რაშიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ვერ შეგვედრება: ჩვენს ინოვაციურ კერძო სექტორს და მოკავშირეების და პარტნიორების ქსელს“.