გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ ბოლო ბრიფინგზე, რომელიც ირანის ბირთვული ვალდებულებების შესრულებას ეხებოდა, როზმარი დიკარლომ, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ და სამშვიდობო საკითხებში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ბოლო მოხსენებაზე ისაუბრა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ „ირანი ოცდაათჯერ უფრო მეტად გამდიდრებული ურანის მარაგს ინახავს “, ვიდრე ეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2231-ე რეზოლუციითაა დაშვებული. IAEA ასევე იტყობინება, რომ ირანმა არ დაუშვა რამდენიმე გამოცდილი ბირთვული ინსპექტორი; ქვეყანას აქვს გამდიდრებული ურანი, რომელიც ახლოსაა იარაღის შესაქმნელად საჭირო დონესთან და ამასთანავე, წამოიწყო მოწინავე ცენტრიფუგების ახალი კასკადების მშენებლობა.
რობერტ ვუდმა, შეერთებული შტატების ალტერნატიულმა წარმომადგენელმა სპეციალურ პოლიტიკურ საკითხებში, აღნიშნა, რომ როგორც ”IAEA-ის 27 მაისისა და 13 ივნისის მოხსენებები აჩვენებს, ირანი გადაწყვეტით მოქმედებს, რათა თავისი ბირთვული პროგრამის გაფართოებას ისეთი გზებით მიაღწიოს, რომლებსაც სანდო სამოქალაქო მიზანი არ გააჩნია”.
SEE ALSO: ისრაელისთვის გამარჯვება, ირანისთვის კი დამცირება“ირანმა უნდა მიიღოს ზომები და გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა აამაღლოს საერთაშორისო ნდობა, მოახდინოს დაძაბულობის დეესკალაცია და აღარ განაგრძოს ბირთვული აქტივობა, რაც სერიოზულ რისკებს ქმნის. შეერთებული შტატები მზადაა გამოიყენოს ყველა საშუალება, რათა თავიდან აიცილოს ბირთვული შეიარაღების მქონე ირანი“, - განაცხადა მან და დასძინა: „მიუხედავად ამისა, ჩვენ ბოლომდე ერთგულნი ვრჩებით ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული შეშფოთების, დიპლომატიური გზით გადაჭრის მიმართ.
რობერტ ვუდმა ასევე აღნიშნა, რომ გადამწყვეტი მომენტი 2025 წლის ოქტომბერში დადგება, როდესაც უშიშროების საბჭომ „შეიძლება 2231-ე რეზოლუციით ირანის ბირთვული საკითხის განხილვა დახუროს”:
„მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: იმის მიუხედავად, რომ როდესაც ამ საბჭომ თავდაპირველად მიიღო რეზოლუცია 2231, მისი მიზანი იყო დახმარებოდა საერთაშორისო საზოგადოების ნდობის დამყარებას ირანის ბირთვული პროგრამის ექსკლუზიურად მშვიდობიანი ხასიათის მიმართ, …ირანის ქმედებები იმაზე მეტყველებს, რომ ის არ არის დაინტერესებული იმის შემოწმებით, რომ მისი ბირთვული პროგრამა ექსკლუზიურად მშვიდობიანია“.
ვუდის თქმით, ირანი შეშფოთებას არამარტო მისი ბირთვული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმის გამო იწვევს. ის ასევე „აგრძელებს კონფლიქტის გაღვივებას ახლო აღმოსავლეთში, უხეშად უგულვებელყოფს ამ საბჭოს რეზოლუციებს თავისი რეგიონალური მარიონეტებისთვის იარაღის მიწოდებით, მათ შორის - იემენსა და ლიბანში“.
დასასრულს, შეერთებული შტატების ალტერნატიულმა წარმომადგენელმა სპეციალურ პოლიტიკურ საკითხებში, აღნიშნა, რომ „უშიშროების საბჭო მკაფიო და ერთიანი უნდა იყოს ამ თავხედურ, დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებათა დაგმობაში“. ვუდის თქმით, „როდესაც ირანი უხეშად ეწინააღმდეგება უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებებს და ამას შედეგი არ მოჰყვება, როდესაც ის არაერთხელ, ასევე უშედეგოდ უგულვებელყოფს IAEA-ის მიერ გამოქვეყნებულ შეშფოთებას, ეს ძირს უთხრის იმ ორგანოს სანდოობასა და ავტორიტეტს, რომელსაც ევალება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა”