როდესაც 13 აპრილს, ირანმა ისრაელზე საჰაერო თავდასხმა დაიწყო, როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, ეს იყო „უპრეცედენტო რამ თავისი მოცულობითა და მასშტაბებით“.
ბლინკენის თქმით, იერიში უპრეცედენტო იყო „მისი მოცულობით, რადგან ის წარმოადგენდა ირანის პირველ პირდაპირ შეტევას ისრაელზე და [უპრეცედენტო გახლდათ] მისი მასშტაბით, რადგან... გაუშვეს 300-ზე მეტი საბრძოლო მასალა, მათ შორის - ბალისტიკური რაკეტები, ასევე სახმელეთო ფრთოსანი რაკეტები და დრონები. ისრაელის საჰაერო თავდაცვისა და სხვა ქვეყნების მხარდაჭერის წყალობით, მათ შორის შეერთებული შტატების სამხედრო ძალით, პრაქტიკულად ყველა შემომავალი ჭურვი განადგურებული და ჩამოაგდებული იქნა”.
უქმეებმა აჩვენა, რომ “ისრაელს არ სჭირდებოდა და არ სჭირდება თავის მარტოდმარტო დაცვა, როცა ის აგრესიის მსხვერპლია”, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
ჯონ კირბიმ, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების პრესსპიკერმაც გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რაც თავდასხმაზე რეაგირებამ აჩვენა: „ირანისგან განსხვავებით, რომელიც მსოფლიო ასპარეზზე სულ უფრო იზოლირებული ხდება, ისრაელს ჰყავს მეგობრები“.
კირბის განცხადებით, „ისრაელს გააჩნია დიდი უნარი, დიდი პროფესიონალიზმი, დიდი სამხედრო შესაძლებლობები და ეს შემთხვევითი არ არის. ეს ყველაფერი მოდის მხარდაჭერით, რომელსაც ისინი იღებენ, განსაკუთრებით - შეერთებული შტატებისგან. თუმცა, ასევე - სხვა ქვეყნებისგანაც”.
ისრაელზე შეტევა, კირბის თქმით, იყო ირანის “მომნუსხველი და სამარცხვინო ჩავარდნა”.
ეროვნული უსაფრთხოების პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ „ამ თავდასხმის მასშტაბებიდან გამომდინარე, ირანის განზრახვა აშკარად იყო მნიშვნელოვანი ნგრევისა და მსხვერპლის გამოწვევა… მათ ეს არ გამოუვიდათ. ეს შეტევა დამარცხდა ჩვენი მომზადების, ერთგული პარტნიორების კოალიციისა და ისრაელის შესანიშნავი თავდაცვითი სისტემების წყალობით… ისრაელი დღეს გაცილებით ძლიერ სტრატეგიულ პოზიციაშია, ვიდრე რამდენიმე დღის წინ იყო. ირანის სარაკეტო პროგრამა, რომლითაც ის ისრაელსა და რეგიონს ემუქრებოდა, გაცილებით ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდა”.
კირბის თქმით, „მსოფლიოს დიდი ნაწილი დღეს ისრაელის გვერდით დგას“. მან ამის დასადასტურებლად მოიყვანა ის ფაქტი, რომ „ირანის პირდაპირი და უპრეცედენტო თავდასხმა ისრაელის წინააღმდეგ“ ერთხმად დაგმეს დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა. მისი თქმით, შეერთებული შტატების ჯგუფები ახლა მუშაობას დიდი შვიდეულის დედაქალაქებში აგრძელებენ, ახალ მრავალმხრივ სანქციებზე, რომელთა სამიზნეშიც ირანის სარაკეტო და სხვა მავნე პროგრამებია.
”ასე რომ, ასეთი შედეგი მივიღეთ აქ”, - თქვა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების პრესსპიკერმა. ეს არის "უფრო ძლიერი ისრაელი. უფრო სუსტი ირანი. პარტნიორთა უფრო მეტად გაერთიანებული ალიანსი. ეს არ იყო ირანის განზრახვა, როდესაც მან შაბათს ღამით ეს შეტევა დაიწყო, მას სულ სხვა მიზნები ჰქონდა და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მათი განზრახვა ჩაიშალა, სრული კრახი განიცადეს”.