Accessibility links

Breaking News

ციფრული ავტორიტარიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევა


სამხრეთ კორეაში, სეულში, დემოკრატიისთვის სამიტზე შეხვედრის დროს, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები მზად არის მედგარი წინააღმდეგობა გაუწიოს ავტორიტარულ მთავრობათა მიერ ტექნოლოგიის მზარდ გამოყენებას, რაც ადამიანის უფლებების დასარღვევად და დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად ხდება.

„ეს იწყება ჩვენი გამძლეობის განმტკიცებით, ავტოკრატიული მთავრობების მცდელობათა წინააღმდეგ, დემოკრატიის მიმართ უნდობლობა დათესონ, დაასუსტონ ჩვენი ინსტიტუტები, საზღვრებს მიღმა გადმოგვწვდნენ, ჩვენს ქვეყნებში ადამიანები სამიზნეში ამოიღონ. ამის საკვანძო ნაწილია პასუხის გაცემა დეზინფორმაციაზე და არასწორ ინფორმაციაზე, რომელსაც ავტორიტარული მთავრობები ჩვენი საზოგადოებების პოლარიზაციისთვის ავრცელებენ“.

შეერთებული შტატები მუშაობს, რათა დაეხმაროს ისეთ რეპრესიულ რეჟიმებში მცხოვრებ ადამიანებს, როგორიც ირანია, მიიღონ წვდომა ციფრულ საშუალებებზე, მათ შორის ცენზურის გარეშე ინტერნეტზე, თქვა სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენის თქმით, 2022 წლის „სექტემბერში, როდესაც ირანის უშიშროების ძალების მიერ მაჰსა ამინის მოკვლამ მასიური საპროტესტო აქციები გამოიწვია, რეჟიმმა სასტიკი რეპრესიები მოაწყო, ასობით ადამიანი მოკლა, ათობით ათასი ციხეში დაამწყვდია და ინტერნეტს გამუდმებით რთავდა. ამის პასუხად, ჩვენ გავერთიანდით კომპანიებთან და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, რათა ირანელ ხალხს დავეხმაროთ იმაში, რომ მათ ინტერნეტზე და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კომუნიკაციის საშუალებებზე წვდომა ჰქონოდათ, რათა მათ ერთმანეთთან კომუნიკაცია და გარე სამყაროსთან ურთიერთობა და წვდომა შეძლებოდათ, რომ რეჟიმის მხრიდან დარღვევებისთვის ნათელი მოეფინათ“.

ეს არ არის მხოლოდ ირანი, რომლის შემთხვევაშიც, კერძო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიულ მთავრობებთან ერთად მუშაობს, რათა ციფრულ ავტორიტარიზმს წინააღმდეგობა გაუწიოს. 2023 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ბიზნესები და მოქალაქეები შეერთებული შტატებიდან და სხვა დემოკრატიული ქვეყნებიდან, წინა ხაზზე იყვნენ, რათა უკრაინას მისი დამოუკიდებლობის დაცვაში დახმარებოდნენ, აღნიშნა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენის თქმით, „ეს მოხალისეები, უწყვეტი თავდასხმების მიუხედავად, დაეხმარნენ უკრაინის სამთავრობო ინსტიტუტებს და მოქალაქეებს კავშირგაბმულობა შეენარჩუნებინათ. უკრაინის მთავრობას მათ მისცეს უსასყიდლო წვდომა დაცულ ინტერნეტ-რესურსზე, რათა მგრძნობიარე ეროვნულ მონაცემთა ბაზები შეენახათ, სოციალურ მედიაში მოსკოვის დეზინფორმაციის კამპანიასთან წინააღმდეგობის გაწევაში დახმარებოდნენ“.

„საბოლოოდ, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი დემოკრატიის უნართან დაკავშირებით, იმუშაოს იმ პერიოდში, როდესაც ტექნოლოგია კვლავაც... მსოფლიოს ცხოვრების რეორგანიზაციას ახდენს,“ თქვა ბლინკენმა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ „ყველა იმ გამოწვევასთან ერთად, რასაც ეს მოწინავე ტექნოლოგიები ქმნის, მთავრობის არცერთი სისტემა არ არის უფრო უკეთ აღჭურვილი, ვიდრე დემოკრატია, რომ ის ძალები რასაც ისინი წარმოადგენენ, ჩვენი ხალხების ცხოვრების გაუმჯობესებისკენ მიმართოს“.

XS
SM
MD
LG