Accessibility links

Breaking News

უკრაინის დახმარების დაჩქარება


ამერიკული "აბრამსის" ტანკის M1A1 ვერსია
ამერიკული "აბრამსის" ტანკის M1A1 ვერსია

შეერთებული შტატები უკრაინისთვის „აბრამსის“ ტანკების მიწოდებას აჩქარებს.

იანვარში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინელებს მოწინავე საბრძოლო ტანკებს მიაწვდის, რათა მათ რუსეთის მასშტაბური და დაუნდობელი თავდასხმისგან, საკუთარი მიწის და ხალხის დაცვა შეძლონ. იმავე დღეს, გერმანიამ გამოაცხადა, რომ ევროპულ ქვეყნებს მისცემს უფლებას, საკუთარი მარაგიდან, გერმანიაში დამზადებული 14 ტანკი, „ლეოპარდ“-2 უკრაინელებს გადასცენ.

“შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა, უკრაინასთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას გაუგზავნოს „აბრამსის“ ტანკის M1A1 ვარიანტი. ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობის მიწოდება შემოდგომისთვის, საგრძნობლად დაჩქარებულ ვადებში მოხდება“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პენტაგონის პრესმდივანმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა.

შეერთებული შტატების ბაზაზე მოხდება M1A1 ტანკების ძირითადი კორპუსის გადამზადება, რათა ისინი აღიჭურვოს მოწინავე შეიარაღების სისტემებით. მათ შორის, ტანკებს დაემატება 120 მილიმეტრის ლულები და 50 კალიბრის მძიმე ტყვიამფრქვევები. „ეს საჭიროა იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი საბრძოლო შესაძლებლობების უკრაინელებისთვის გადაცემა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს“ - განმარტა გენერალმა რაიდერმა.

ის დარწმუნებულია იმაში, რომ შეერთებული შტატები დროულად უზრუნველყოფს უკრაინელთა საჭირო წვრთნასაც, ვიდრე ტანკები მათთან ჩავა. გენერალმა რაიდერმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ასეთი მნიშვნელოვანი წამყვანი საბრძოლო ტანკების ყოლა, უკრაინელთა ბევრ საჭიროებას დააკმაყოფილებს: „ტერიტორიების დაპყრობას და მათ დაბრუნებას... შემდეგ მონაპოვრის შენარჩუნებას და ასევე, მომავალში რუსეთის აგრესიის შეკავებას“.

„ეს ყოველივე ნაწილია ჩვენი მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის და მათი თავდაცვის საჭიროებების გაცილებით ფართო, მოკლე თუ გრძელვადიანი დახმარების“ - განაცხადა გენერალმა რაიდერმა.

კონგრესში ახლახან გამართულ მოსმენაზე, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ „პრეზიდენტ ბაიდენის ლიდერობით, შეერთებული შტატები წინ მიუძღვის მსოფლიოს უკრაინის დახმარებაში და რუსეთის მხრიდან დაწყებულ, არაპროვოცირებულ და აგრესიულ თავდასხმასთან ბრძოლაში. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები გამოვიდნენ ინიციატივით, მიაწოდონ მათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარება. კოორდინაცია უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეშვეობით ხდება, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ".

"და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის თავდაცვის დახმარებას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება“ - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

XS
SM
MD
LG