Accessibility links

Breaking News

ჩეჩნეთში თავს დაესხნენ რუს ჟურნალისტს და იურისტს


ჟურნალისტი ელენა მილაშინა. გროზნო, რუსეთი. 4 ივლისი, 2023 წ.
ჟურნალისტი ელენა მილაშინა. გროზნო, რუსეთი. 4 ივლისი, 2023 წ.

შეერთებული შტატები აღშფოთებულია 4 ივლისს, ჩეჩნეთში, ცნობილი ჟურნალისტის ელენა მილაშინას და იურისტ ალექსანდრ ნემოვის სასტიკი ცემის გამო. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მეთიუ მილერმა რუსეთის მთავრობას მოუწოდა “ამ ველური თავდასხმის გარემოებებზე სწრაფი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიება ჩაატაროს და ამის ჩამდენების პასუხისგებაში მიცემა უზრუნველყოს“.

ქალბატონ მილაშინას და ბატონ ნემოვს თავს დაესხნენ, როდესაც ისინი დედაქალაქ გროზნოში, ჩეჩნეთის მთავრობის სამი გადასახლებული კრიტიკოსის დედის წინააღმდეგ სასამართლო მსჯავრის გამოტანაზე დასასწრებად მიდიოდნენ. „მათ ორჯერ გვცემეს“, უთხრა ქალბატონმა მილაშინამ ჩაწერილ ინტერვიუში თავის დამსაქმებელ „ნოვაია გაზეტას,“ რუსეთის ერთ-ერთ ბოლო დამოუკიდებელ მედია საშუალებას.

ქალბატონმა მილაშინამ აღწერა, თუ როგორ ჩაუსაფრდა ნიღბიანი მამაკაცების ჯგუფი რამდენიმე ავტომანქანით მანქანას, რომლითაც ის და ბატონი ნემოვი მგზავრობდნენ. თავდამსხმელებმა ქალბატონი მილაშინა მანქანიდან გადმოიყვანეს და წიხლები ურტყეს, შემდეგ პლასტიკური მილებით სცემეს, თავი გადაპარსეს და მწვანე საღებავი დაასხეს. „მადლობა ღმერთს, არანაირი ჭრილობები არ მქონდა, მხოლოდ ჩალურჯებები“ - ყვება ის. „ნოვაია გაზეტას“ პუბლიკაციის თანახმად, ბატონ ნემოვს სცემეს და დანით დაჭრეს.

მილაშინას ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევების მხილების დიდი ისტორია აქვს, რამაც ჩეჩნეთის ავად ცნობილი ლიდერის, რამზან კადიროვის მხრიდან მის წინააღმდეგ სიკვდილით მუქარა გამოიწვია. სინამდვილეში, მას შემდეგ რაც კადიროვმა მას ტერორისტი უწოდა და თქვა „ტერორისტებს და მათ თანამზრახველებს ჩვენ ყოველთვის ვანადგურებდით“, 2022 წლის თებერვალში მილაშინას რუსეთში გაქცევა დასჭირდა. 2020 წელს მას სხვა იურისტ მარინა დუბროვინასთან ერთად თავს დაესხნენ.

ქალბატონმა მილაშინამ, სახელმწიფო დეპარტამენტის 2013 წლის საერთაშორისო მამაცი ქალის ჯილდოს მფლობელმა, „გააშუქა რუსეთის ბევრი საკამათო თემა ენთუზიაზმით, სამართლიანად და თავდადებით“, თქვა პრეს-მდივანმა მილერმა. „ჟურნალისტური მოვალეობის შესრულებისას მასზე ძალადობრივი თავდასხმა, გამოხატვის თავისუფლების, ადამიანის უფლებების უნივერსალურ დეკლარაციაში აღბეჭდილი ფუნდამენტური თავისუფლების შეურაცხყოფაა,“ განაცხადა მან.

მილაშინაზე თავდასხმა, ბოლო ნიმუშია რუსეთში ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი სტრუქტურის, რასაც ხელისუფლების მხრიდან მცირე წინააღმდეგობა შეხვდა.

რუსეთის მთავრობა აგრძელებს არა მხოლოდ ადამიანის უფლებების მიმართ თავისი საერთაშორისო მოვალეობების და ვალდებულებების, არამედ ყველაზე ფუნდამენტური დაპირებების დარღვევას, რომელიც საკუთარ ხალხს თავის კონსტიტუციაში მისცა. რუსეთის ხალხი უკეთესს იმსახურებს.

XS
SM
MD
LG