ახლო აღმოსავლეთში ბოლო ვიზიტის დროს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რეგიონში მარტივი, მაგრამ გადაუდებელი გზავნილით იმყოფებოდა: „ჩვენ უნდა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების საბოლოო შეთანხმებას და ამის გაკეთება ახლავე უნდა უზრუნველვყოთ“.
”დრო ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან თითოეული გასული დღით, მძევლების კეთილდღეობა და სიცოცხლე საფრთხეში ვარდება”, - ხაზგასმით აღნიშნა ბლინკენმა კატარში, მედიის წარმომადგენლებისთვის მოწყობილ პრესკონფერენციაზე.
„დრო გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან ღაზის ქალები, ბავშვები, თუ კაცები ყოველდღიურად იტანჯებიან ადეკვატური საკვებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გარეშე, [ისინი] დაჭრის, ან სიკვდილის საფრთხის წინაშე დგანან ომში, რომელიც მათ არ დაუწყიათ და ვერც შეაჩერებენ. და დრო გადამწყვეტი იმიტომაც არის, რომ ყოველი გასული დღე რეგიონში ესკალაციის საფრთხეს წარმოადგენს”, - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.
SEE ALSO: ფოკუსი დეესკალაციაზე და ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტაზე ახლო აღმოსავლეთშიამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად მუშაობს ეგვიპტესა და კატართან ერთად, რათა თავიდან აიცილოს ესკალაცია რეგიონის ყველა პოტენციურ მოთამაშესთან, მათ შორის - ირანსა და “ჰეზბოლასთან”. ვაშინგტონი ცდილობს მათთვის აუცილებელი გზავნილების მიწოდებას, რათა თავიდან აიცილონ ისეთი ნაბიჯები, რამაც შეიძლება კონფლიქტის ესკალაცია ან მისი უფრო ფართოდ გავრცელება გამოიწვიოს. კატარი და ეგვიპტე განსაკუთრებით აქტიურად შუამავლობენ და უშუალო კონტაქტში არიან “ჰამასთან”, ღაზაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით.
მაისში, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების დეტალური გეგმა წამოაყენა, რომელსაც მხარი გაეროს უშიშროების საბჭომაც დაუჭირა. ისრაელი ამ შეთავაზებას ახლა დათანხმდა და "ჩვენ ვიმედოვნებთ და მოველით, რომ “ჰამასიც” იგივეს იზამს", - განაცხადა ბლინკენმა.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის პროცესი “უნდა დასრულდეს და ის უნდა დასრულდეს უახლოეს დღეებში. და ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რათა მან ფინიშის ხაზი გადაკვეთოს“.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის განმარტებით, ”ეს არის გასაღები, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენ ძალგვიძს ჰუთებთან ერთად, წითელ ზღვაში დუღილის ტემპერატურის დაწევა. ეს არის გასაღები, რათა დავინახოთ, შეგვიძლია თუ არა მივაღწიოთ ნორმალიზაციის შეთანხმებას ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის, რაშიც ორივე ქვეყანა ძალზე დაინტერესებული რჩება. ეს არის გასაღები იმისა, რომ ისრაელით დაწყებული, ყველა რეალურად უფრო მშვიდობიანი და უსაფრთხო მომავლისკენ მივმართოთ. და რაღა თქმა უნდა, მთავარია, მძევლების შინ დაბრუნება”.
ღაზაში მყოფ მძევლებს შორის ამერიკელებიც არიან, - ამბობს ბლინკენი და დასძენს: “მე ძალიან მკაფიოდ განვაცხადე ამერიკის ინტერესების შესახებ, რომ ჩვენი ხალხი შინ უნდა დაბრუნდეს, საკუთარ ოჯახებთან. რაც შეეხება დაღუპულებს, მათი ცხედრებიც უნდა დააბრუნონ”.