Accessibility links

Breaking News

მშვიდობის ახალ დღის წესრიგში ქალთა ჩართულობის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს


ლინდა თომას-გრინფილდი, აშშ-ის ელჩი გაეროში
ლინდა თომას-გრინფილდი, აშშ-ის ელჩი გაეროში

გასულ ზაფხულს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მშვიდობის მისაღწევად ახალი დღის წესრიგი წარმოადგინა. ის გაეროს სამომავლო მუშაობის მონახაზს, სამშვიდობო პოლიტიკის ერთგვარ მოკლე აღწერას წარმოადგენს, მულტილატერალიზმის მომავლისა და ცვალებად მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის გზაზე. ახალი მიზნები „ფოკუსირებულია იმაზე, თუ რამდენად უკავშირდება ქალების ჩართულობა კონფლიქტის თავიდან აცილების ძალისხმევას“, - თქვა როზმარი დიკარლომ, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკის და მშვიდობისმყოფელობის საქმეებში. „მარტივად რომ ვთქვათ, მოსახლეობის ნახევრის მონაწილეობისა და გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულობის გარეშე, მდგრადი მშვიდობა ვერ იქნება“.

მარტის შუა რიცხვებში, მსოფლიოს ლიდერები გაეროს ქალების სტატუსის კომისიის 68-ე სესიაზე შეიკრიბნენ. მათ იმსჯელეს იმაზე, თუ „როგორ დააწინაურონ სქესთა თანასწორობა და ყოველი ადამიანის ფუნდამენტური თავისუფლებები და უფლებები, როგორ დაიცვან და ხელი შეუწყონ მას“,- თქვა გაეროში შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა. მან იქვე აღნიშნა, რომ „მთელი ეს კრიტიკული სამუშაო ეყრდნობა ერთ რამეს: მშვიდობას.“

ამერიკის ელჩი ასევე აღნიშნავს, რომ "ყველაფერი, რასაც ჩვენ ქალების გასაძლიერებლად ვაკეთებთ, ყველაფერი, რასაც ქალები ქალები თავისი უფლებებისთვის აკეთებენ, კონფლიქტით წყალში იყრება, რადგან ვიცით, რომ კონფლიქტები ქალებზე და გოგონებზე არაპროპორციულ გავლენას ახდენს - საცხოვრებლის იძულებითი დატოვებით, სურსათის ნაკლებობით, სქესობრივი ძალადობით, ომის ყველა საშინელებით“.

„იმ ყველაფრიდან, რაც ქალებზე და გოგონებზე კონფლიქტის გავლენის შესახებ ვიცით, ბევრი რამ ზედაპირზე არასდროს ჩანს“, - განაცხადა ლინდა თომას-გრინფილდმა.

მისი თქმით, „არასრული ცნობების წარდგენის გამო, სტიგმის გამო, პირადი ცხოვრების საიდუმლოსა და უსაფრთხოების საკითხებზე მართლზომიერი შფოთვის გამო, რთულია თავიდან ავიცილოთ და დავაკვირდეთ უნიკალურ რისკებს, რომელთა წინაშეც ქალები და გოგონები ძალადობრივ გარემოში იმყოფებიან, ადექვატურად დავუჭიროთ მხარი გადარჩენილებს, მსხვერპლზე ორიენტირებული, ტრავმის მიმართ მგრძნობიარე მიდგომებით და ეფექტიანად ვიმოქმედოთ კონფლიქტის შემდგომი მშვიდობის შენებისთვის და სამართლიანობისთვის“.

„ამ საბჭოში სქესის საკითხები პრიორიტეტად უნდა დავსახოთ და ჩვენი მუშაობის ყურადღების ცენტრში ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება უნდა მოვაქციოთ“,- თქვა გაეროში შეერთებული შტატების ელჩმა.

ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, ცნობილია, რომ „როდესაც ქალები მაგიდასთან არიან და შეუძლიათ სრულად, თანაბრად და გააზრებულად მიიღონ მონაწილეობა, სამშვიდობო ძალისხმევა უფრო წარმატებულია და მშვიდობა უფრო ხანგამძლეა".

XS
SM
MD
LG