Accessibility links

Breaking News

ლუკაშენკოს რეპრესიებისთვის და უკრაინაში რუსეთის ომის ხელშეწყობისთვის დაწესებული სანქციები


ალექსანდრე ლუკაშენკო
ალექსანდრე ლუკაშენკო

აგვისტოში მესამე წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ბელარუსში გაყალბებული არჩევნები ჩატარდა და სადაც ხანგრძლივი სტაჟის მქონე დიქტქატორის, ალექსანდრ ლუკაშენკოს არალეგიტიმური პრეზიდენტობა დღემდე გრძელდება. ხმის მიცემის პროცესი საარჩევნო წესების დარღვევებით იყო გაჯერებული. თავად არჩევნებზე ადამიანის უფლებების დარღვევები დაფიქსირდა და ხმის მიცემის გაყალბებული პროცესის დასრულების შემდეგ, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქცია დაიწყო, რომელიც ბელარუსის უსაფრთხოების ძალებმა სასტიკად ჩაახშო. აქციების ათასობით მონაწილე დააკავეს, ძალადობის დროს რამდენიმე ადამიანი მოკლეს და იყო დაკავებულთა წამების დამაჯერებელი მტკიცებულებებიც. ლუკაშენკოს რეჟიმს დღემდე 1500 პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, რომელთაგან ბევრი ან საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოს წინააღმდეგ იღებდა მონაწილეობას, ან არჩევნების შემდეგ დემონსტრაციებზე გამოდიოდა.

9 აგვისტოს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რეჟიმის 101 ოფიციალურ პირს და მათთან დაკავშირებულ პირებს, ბელარუსში დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრის და მათთვის ზიანის მიყენების გამო, სავიზო შეზღუდვები დაუწესა. იმავდროულად, ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა, რვა ადამიანს და ხუთ იურიდიულ პირს, ლუკაშენკოს საშინაო რეპრესიების და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ხელშეწყობისთვის სანქციები დაუწესა.

„ხაზინის დეპარტამენტი სანქციებს უწესებს ბელარუსის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიებების დეპარტამენტს და მის დირექტორთა საბჭოს ოთხ წევრს; შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ, ალექსი ივანოვიჩ ალექსინის ოჯახის სამ წევრს; სამ იურიდიულ პირს, რომლებიც ეკუთვნის ბელარუსის მთავრობას, ან მათ მიერ კონტროლდება; ბელარუსის ავიახაზებს „ბელავიას“, მინსკის სამოქალაქო ავიაციის ქარხანა 407-ს, ბელარუსის ფოლადის მენეჯმენტის კომპანიას და ერთ იურიდიულ პირს - Bel-Kap-Steel LLC, რადგან ის ბელარუსული ფოლადის მენეჯმენტის კომპანიის კუთვნილებაა, ან მის მიერ კონტროლდება“, - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა წერილობით განცხადებაში. თითოეულ მათგანს სანქცია უწესდება 14038-ე აღმასრულებელი განკარგულების საფუძველზე, რომლის სახელწოდებაცაა „ბელარუსში ვითარების ხელშეწყობისთვის, დამატებითი პირების ქონების დაბლოკვა".

ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები ამ ქმედებას, საკუთარი პარტნიორების და მოკავშირეების ბოლოდროინდელი ქმედებების მსგავსად მიმართავს.

„ჩვენ კვლავ ვიმეორებთ მოწოდებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს ყველა, 1500-ივე პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმის მიერაა დაკავებული, მათ შორის - ალეს ბალიაცკი, ვიქტორ ბაბარიკა, მარია კალესნიკოვა, იჰარ ლოსიკი და სერჰეი ციხანოუსკი“ - თქვა სახელმწიფო მდივანმა.

„2000 წლის შემდეგ, ლუკაშენკოს რეჟიმი ბელარუსის მოქალაქეებს რეპრესიებს უწყობდა, აპატიმრებდა მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეებს და თემთა ლიდერებს, არბევდა ოპოზიციურ ჯგუფებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დაკავებულებს თვალთმაქცურ სასამართლოებს უწყობდა. ეს ყველაფერი, ლუკაშენკოს მიერ არალეგიტიმურად ხელში ჩაგდებული ხელისუფლების შესანარჩუნებლად კეთდებოდა. შეერთებული შტატები გააგრძელებს ბელარუსი ხალხის მხარდაჭერას მის მისწრაფებაში, ჰქონდეს დემოკრატიული მომავალი თავისუფალ ბელარუსში, სადაც ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ" - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

XS
SM
MD
LG