Accessibility links

Breaking News

ამერიკა ჩინეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს რუსეთის თავდაცვის მრეწველობის ხელშეწყობა


სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინელ კოლეგა ვანგ ისთან შეხვედრაზე. პეკინი, ჩინეთი. 9 აპრილი, 2024წ.
სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინელ კოლეგა ვანგ ისთან შეხვედრაზე. პეკინი, ჩინეთი. 9 აპრილი, 2024წ.

ჩინეთში მისი ბოლო ვიზიტის დროს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოუწოდა პრეზიდენტ სი ძინპინს, შეწყვიტოს ჩინეთის მხარდაჭერა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის მიმართ. მართლაც, „ჩვენ ჩინეთს მივმართავთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებიდან მოყოლებული და მოვუწოდებთ მათ, არ მიაწოდონ რუსეთს შეიარაღება - ის იარაღი, რომელიც აგრესიას კიდევ უფრო აღრმავებს“, - თქვა სახელმწიფო მდივანმა.

„და ვფიქრობ, სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ჩინეთს რუსეთისთვის უშუალოდ იარაღი, რაკეტები და საბრძოლო მასალა არ მიუწოდებია. ამას ირანი აკეთებს და ასე ჩრდილოეთ კორეა იქცევა“, - თქვა ბლინკენმა.

„მაგრამ, რასაც ჩინეთი აკეთებს, არის ფასდაუდებელი მხარდაჭერა რუსეთის თავდაცვის სამრეწველო ბაზისადმი, რაც რუსეთს მასზე [დასავლეთისგან უკრაინაში ომის გამო] დაწესებული სანქციების, ექსპორტის კონტროლისა და სხვა ზომებისგან თავის დაღწევაში ეხმარება“.

სახელმწიფო მდივნის განმარტებით, „თუ გადავხედავთ იმას, რა გააკეთა რუსეთმა გასულ წელს საბრძოლო მასალების, რაკეტების, ტანკებისა და ჯავშანტექნიკის წარმოების მხრივ, ირკვევა, რომ მან ისინი უფრო სწრაფი ტემპით აწარმოა, ვიდრე თანამედროვე ისტორიის ნებისმიერ სხვა მონაკვეთში, ცივი ომის ჩათვლით, საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდშიც კი“.

„როგორ შეძლო მან ამის გაკეთება? ეს იმის გამო [გახდა შესაძლებელი], რომ ის უმეტესად ჩინეთიდან მასობრივად იღებს საწარმოო ტექნიკას, მიკროელექტრონიკას, ოპტიკურ მასალებს. საწარმოო დანადგარების 70% და მიკროელექტრონიკის 90% ჩინეთიდან მოდის. ახლა, ეს არის ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, მაგრამ ჩვენ ძალზე გარკვევით მოგვეხსენება, თუ სად მიდის მათი დიდი ნაწილი“, - აცხადებს ბლინკენი.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის თქმით, „ეს ორ პრობლემას ქმნის”. პირველი მდგომარეობს იმაში, რომ „ეს საშუალებას აძლევს რუსეთს გააგრძელოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ამიტომ, ის აგრძელებს ომს, რომელზეც ჩინეთი ამბობს, რომ მისი დასრულება სურს, ისევე როგორც ყველა ჩვენგანს”. მეორე პრობლემა კი ბლინკენის თქმით, იმაში მდგომარეობს, რომ “ეს ასევე საშუალებას აძლევს რუსეთს, აღადგინოს თავდაცვის იდუსტრიის ბაზა, რაც ევროპის ქვეყნებს ღრმად აშფოთებს, რადგან უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, ისინი ფიქრობენ, რომ მას რუსეთი მათ წინააღმდეგ შემოატრიალებს”.

გამოდის, რომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი „ესწრაფვის უკეთეს ურთიერთობებს ევროპის ქვეყნებთან, ის ასევე აღრმავებს ევროპის უსაფრთხოების წინაშე მდგარ ყველაზე დიდ გამოწვევას, ცივი ომის დასრულების შემდეგ“, - თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

”მე ვიცი, რამდენად ღრმაა ევროპელთა შეშფოთება რუსეთში თავდაცვის სამრეწველო ბაზისადმი [ჩინეთის] ამ მხარდაჭერის გამო, რადგან, კიდევ ერთხელ, ეს საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას, არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ევროპას,” - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. „როგორც ჩემს ჩინელ კოლეგებს ვუთხარი, ამ ორი საქმის პარალელურად კეთება არ გამოვა“.

Related

XS
SM
MD
LG