Accessibility links

Breaking News

ნატოს სამიტი წარმატებული საქმიანობის 75 წელს აღნიშნავს


ნატოს სამიტი, რომელიც ვაშინგტონში 9 ივლისიდან 11 ივლისამდე იმართება, ისტორიაში ყველაზე წარმატებული თავდაცვითი ალიანსის 75 წლის იუბილეს აღნიშნავს. სამიტის დღის წესრიგი ფოკუსირებული იქნება მიმდინარე გამოწვევებზე და განსაზღვრავს ალიანსის კურსს მომავლის გამოწვევებთან გასამკლავებლად.

ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ის, რაც ნატოს შექმნას დაედო საფუძვლად.

”ეს არის კოლექტიური თავდაცვის ძალა. მე-5 მუხლის ძალა, რომელიც ამბობს, რომ ერთზე თავდასხმა არის თავდასხმა ყველაზე, გახლავთ აგრესიის ყველაზე ძლიერი შემაკავებელი საშუალება. უპირველეს ყოვლისა, ესაა უძლიერესი და ყველაზე ეფექტური გზა ომის თავიდან ასაცილებლად, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის ასარიდებლად, რადგან ნებისმიერმა აგრესიის მოსურნემ იცის, რომ თავდასხმა რომელიმე წევრზე ნიშნავს, რომ მათ საქმე ალიანსის ყველა წევრთან ექნებათ“, - თქვა მან.

ნატოს წევრი ქვეყნების რაოდენობა დამფუძნებელი 12-დან ახლა 32-მდე გაიზარდა. მათ შორის უახლესი წევრები ფინეთი და შვედეთი არიან. ეს ისეთი რამაა, რაც ბლინკენის თქმით, „სულ რამდენიმე წლის წინ უმეტესობისთვის წარმოუდგენელი იქნებოდა“.

„ჩვენ მივიღეთ ალიანსი, რომელიც უფრო ძლიერია და მასში უფრო დიდი ინვესტიცია იდება, ვიდრე ეს როდესმე მომხდარა. ახლა ჩვენ გვყავს 23 ქვეყანა, რომლებიც აკმაყოფილებენ მშპ-ს 2%-ს, რომლებიც ერთგულნი არიან თავდაცვის ამ შენატანისადმი, რომელიც დაწესდა უელსის სამიტზე ჯერ კიდევ 2014 წელს“, - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და დასძინა: ”2021 წელს სულ 9 ქვეყანა იყო, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია. ჩვენ ახლა 23-ზე ავედით. მოკავშირეებს შორის, თავდაცვის ინვესტიციების მხრივ, 18%-იანი ზრდა გვაქვს მთელი ალიანსის მასშტაბით”.

ალიანსის გაძლიერების კიდევ ერთი ასპექტია პარტნიორობა ქვეყნებთან, რომლებიც ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის მიღმა იმყოფებიან.

ბლინკენის თქმით, „ჩვენ გვყავს ოთხი პარტნიორი ინდო-წყნარი ოკეანის ქვეყნებიდან, რომლებიც მოდიან ნატოს სამიტზე, ისევე, როგორც ეს ბოლო სამი წლის განმავლობაში ხდებოდა. ესენია: ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია და კორეის რესპუბლიკა. ეს გახლავთ მანიფესტაცია და აღიარება იმისა, რაც ნამდვილად სიახლეა და რაც მდგომარეობს იმაში, რომ ევროპაში სულ უფროდაუფრო მეტი პარტნიორი მათთვის აქტუალურად აღიქვამს გამოწვევებს ნახევარი მსოფლიოს მიღმა მდებარე აზიაში. მსგავსად, პარტნიორები აზიაში მსოფლიო მასშტაბის გამოწვევად და მათთვის აქტუალურად თვლიან ევროპას. [იაპონიის] პრემიერ-მინისტრმა კიშიდამ ეს საუკეთესოდ წარმოაჩინა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის ფონზე. მან თქვა, რომ ის, რაც დღეს ევროპაში ხდება, ხვალ შეიძლება მოხდეს აზიაში”.

ნატოს სამიტი ვაშინგტონში „დარწმუნდება იმაში, რომ ჩვენ გვყავს სწორი თავდაცვა ალიანსის მასშტაბით, სადაც ის საჭიროა... ეს აშკარად არის იმ ხალხის ინტერესებში, რომელსაც თითოეული ჩვენგანი წარმოვადგენთ“, - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.

Related

XS
SM
MD
LG